Wednesday, January 12, 2011

გოგო = ბიჭს ?

გენდერული თანასწორობა 21-ე საუკუნის ერთერთი მნიშვნელოვანი თემაა. მსოფლიოში, განსაკუთრებით  დასავლეთში, უამრავი ფემინისტური საზოგადოება შეიქმნა, რომლებიც იცავენ ქალთა უფლებებსა და უზრუნველყოფენ გენდერული ბალანსის შენარჩუნებას სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში. როგორც ევროპა-ამერიკულ, ასევე ქართულ საზოგადოებაშიც შეგხვდებათ ზოგჯერ "ძლიერი" ფემინისტი გოგონა, რომელიც მამისმკვლელი თვალებით შემოგხედავთ თუკი კარში გასასვლელს დაუთმობ, მაგრამ ნუთუ სინამდვილეში გოგო = ბიჭს?

როლები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სოციალისტური თვალსაზრისით ჯერ კიდევ მარქსმა გაანაწილა. თბილი ოჯახი, სადაც ნაზი დედიკო სახლს ალაგებს, ბავშვებს უვლის, დღის ბოლოს სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს ფეხებს დაბანს და გემრიელი საკვებით გაუმასპინძლდება. ზოგიერთი ადამიანები პოსტ სოციალისტურ ქვეყნებში იმდენად არიან შეჩვეულნი აღნიშნულ სტრეოტიპს, რომ მათთვის ქალის სხვაგვარი ცხოვრების წესი უზნეობადაც კი არის მიჩნეული. და მაინც, თუ გოგო = ბიჭს, მაშინ ბიჭებმა თავი ჩვენი დიასახლისების ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ და ყველა დამეთანხმება, რომ საქმე აუტანელ ყოფასთან გვექნება. მივხვდებით, რომ ქალსაც სჭირდება საკუთარი თავის რეალიზაცია, რასაც მხოლოდ სამსახურში შეძლებს , ხოლო ბავშვებს კი ძიძები მოუვლიან, რომელთათვისაც თვითონ  ძიძობა იქნება სამსახური (ანაზღაურებითი თვითრეალიზაცია).

ყოველივედან გამომდინარე, ქალებს იმხელავე უფლებები აქვთ, რამხელაც კაცებს, მაგრამ გვანან კი გოგოები ბიჭებს?
ყოველდღიურობიდან გამომდინარე ხშირად ვრწმუნდებით, რომ ლეგენდა ქალის მამაკაცზე მეტად სენტიმენტალურობის შესახებ სიმართლეა. არის კი მამაკაცი უფრო ძლიერი, ვიდრე ქალი, თუ უბრალოდ კაცი მალავს სისუტეს ხოლო ქალი კი-არა?
რამდენად გვანან ეს ორი სქესის ადამიანები? ან საერთოდ გვანან კი რამით?

დღეს ერთ იდოტურად გადაპრანჭულ კაფეში, სადაც ერთყლუპიან ესპრესოში 3.70 gel გადამახდევინეს-ვრცელი საუბარი გვქონდა მე და ეკას აღნიშნული საკითხის შესახებ. ეკამ მითხრა, რომ გოგოებს მოსწონთ, როცა ვიღაც-დამცველი ჰყავთ, როცა მათ გვერდით ძლიერი მკლავებია, მათ აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ იყვნენ სუსტები. მე ვეთანხმები ამ აზრს, გოგონები ჩვენს საზოგადოებაში მართლაც გვანან ნაზ, სუსტ არსებებს ამიტომ ისინი ხშირად გამოყენებულნი რჩებიან მამაკაცთა მიერ. ბევრად ადვილია დამოკიდებული იყო სხვაზე, ვიდრე თავად იშრომო და ხარჯო ენერგია, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დამოკიდებულება ზღუდავს თავისუფლებას.

4 comments:

  1. როლები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სოციალისტური თვალსაზრისით ჯერ კიდევ მარქსმა გაანაწილა. თბილი ოჯახი, სადაც ნაზი დედიკო სახლს ალაგებს, ბავშვებს უვლის, დღის ბოლოს სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს ფეხებს დაბანს და გემრიელი საკვებით გაუმასპინძლდება.

    :)))))

    მარქსისტებს თუკი რამის გამო აკრიტიკებენ, უპირველესად იმიტომ, რომ როლების ასეთ დანაწილებას ექსპლუატაციადა აცხადებენ და მისი მოსპობისთვის იბრძძვიან. წაიკითხე "კომუნისტური პარტიის მანიფესტი", არც ძალიან დიდია და ბევრ რამეზე წარმოდგენას შეგიცვლის.

    ReplyDelete
  2. ულისე, მარქსის მითითებით დაწერა ენგელსმა - ”ოჯახის წარმოშობა კერძო საკუთრება და სახელმწიფო”, რომელშიც ამბობს რომ ქალის ჩაგვრა გამოწვეულია არა მისი ბიოლოგიური თვისებების, არამედ სოციალური ურთიერთოების გამო, კონკრეტულად კი ოჯახის ინსტიტუტის არსებობით, სადაც მამაკაცებს ქალების ქმედების კონტროლის უფლება ეძლევათ.
    უფრო მეტიც, ფემინიზმის ერთერთი სახეა, სოციალისტური ფემინიზმი,რომლის მიხედვითაც ქალის შეზღუდვა საოჯახო მოვალეობებისა და დედობის სფეროთი კაპიტალიზმისი ინტერესებს ემსახურება და ქალთა ჩაგვრის საფუძველია.

    ReplyDelete
  3. Невежество — это демоническая сила, и мы опасаемся, что оно послужит причиной еще многих трагедий

    ეს იმ კაცის სიტყვებია რომლებსაც გუშინ სრულიად წარმოუდგენელი ნახალკა შეტენეს, ბურჟუაზიული ოჯახის ავტორობა დააბრალეს,ის რასაც პირველმა დაუწყო ბრძოლა, არაფერია არამგონია უმეცრებაზე დაწერილი სიტყვების ავტორს წყენოდა დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, იმედია გაისად მომავალი ჟურნალისტი წყაროს გადაამოწმებს:)

    ReplyDelete