ჰარი პოტერი

ოლო ჰარი პოტერის  ტრეილერი





 ახალგაზრდა ჯადოქრის, ჰარი პოტერის თავგადასავალი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საოცრად პოპულარული გახდა. ჯოან როულინგმ, თავის “ნაიარევდამჩნეულ” გამორჩეულ პერსონაჟზე შვიდი მოზრდილტანიანი წიგნი დაწერა. ყოველწლიურად ფანებისთვის გამოდის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები ჰარის გამოსახულებით, ასევე მოთხოვნადი გახდა წიგნის მიხედვით გადაღბული ფილმებიც. წელს, 19 ნოემბერს უკანასკნელი პოტერის ფილმის პირველი ნაწილი გამოვა, რომლის ოფიციალური ტრეილერიც სულ რამდენიმე დღეა გამოჩნდა:
ბოლო ფილმს “სიკვდილის საჩუქრები” ჰქვია და სიუჟეტით განსხვავდება დანარჩნის ექვსი ნაწილისგან. ამბის თითქმის მთელი ნაწილი ამჯერად “ჰოგვორტსში” არ ხდება. ჰარი, რონი და ჰერმიონი ეძებენ ჰორკრუქსებს (საგნებს, რომლებშიც ვოლდემორის სულის ნაწილებია ჩადებული) ინგლისის მთელს ჯადოსნურ სამყაროში. ბოლო ფილმი ბევრად სერიოზული და “სისხლიანი” იქნება. აქვე გაიგებთ მისტიკურ ამბავს “სიკვდილის საჩუქრების” შესახებ.

მეექვსე ნაწილის რამდენიმე სცენა ზედმეტად ინერპრეტირებული იყო, ზოგი კი საერთოდ არ გახლდათ წიგნში ნახსენები-ამ ფაქტმა კი ფანების უკმაყოფილება გამოიწვია. ყველას აინტერესებს რამდენად ახლოს იქნება წიგნთან უკანასკენლი პოტერის ფილმი. როგორც ოფიციალური ტრეილერი იტყობინება, ფილმი სამ განზომილებაში გამოვა.