ამელი პულენ

ტრეილერი ფილმიდან- ამელი.



ათი წელიწადი გავიდა მას შემდეგ რაც ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა, ჟან პიერ ჟენემ გადაიღო თავისი ერთერთი ყველაზე ცნობილი ფილმი "ამელი პულენის არაჩვეულებრივი ბედისწერა"( რომლის კომპოზიტორიც იან ტირსენია). ამელი (ოდრი ტოტუ) ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცდილობს გარშემომყოფების შეცდომებით სავსე ყოფა უკეთესით შეცვალოს, თუმცა ამისათვის საკუთარი პირადი ცხოვრების მსხვერპლად გაღება უხდება.

განვლილი ათი წლის განმავლობაში რამდენჯერ ვუყურე ფილმს არ ვიცი, თუმცა დღემდე  ჩემს ფავორიტად რჩება. ხშირად დამსიზმრებია ამელი პულენი, რომელიც ჩემთან ერთად სეირნობდა მონმარტრეს ქუჩებში და კენჭებს აცურებდა სან მარტეს არხის წყლის ზედაპირზე. ხშირად მახსენდება დრო, როცა პირველად ვნახე ფილმი-მაშინ ერთი აზრი დამებადა თავში, მივსულიყავი მამაჩემთან და მეთქვა: "შეხედე მამა, მე მართალი ვიყავი, ცხოვრება ასეთია და არა ისეთი, როგორსაც შენ მიღწერ ხოლმე." მაშინ თრთმეტი წლის ვიყავი და ამ ათი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა აღარც მე მგონია, რომ სამყარო მომნმატრს გავს-ადგილს სადაც წმინდა სიკეთით სავსე გოგონა ცხოვრობს სხვების დასახმარებლად. სადაც მოტორიანი ველოსიპედით შეგიძლია ისეირნო საყვარელ ადამანთან ერთად, შეაგროვო  უცნობების არშემდგარი, გადაყრილი ფოტოები. არ არსებობს კაფე "ორი წისქვილიც" სადაც ყველა მშიერს დააპურებენ.

მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება სავსეა ტრაგიკული პერსონაჟებით, რომელთაც სხვების დახმარება სჭირდებათ. არიან მოხუცები, რომლებიც საჭიროებენ შევახსენოთ, რომ ცხოვრება მოკლეა და დროა ყველაზე მნიშვნელოვანით დაკავდნენ. ცხოვრობენ მიტუვებული ქალებიც, რომლებიც წარსულს მისტირიან და სჭირდებათ იცნოდნენ, რომ თუნდაც ოდესღაც ისინი ვიღაცისთვის საყვარელი პიროვნებები იყვნენ. ყოველდღე ვხედავთ "შუშის ადამიანებს", რომელთა "დამსხვრევაც" საკმაოდ მარტივია და რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რათა გამოვიდნენ რეალურ სამყაროში.

ხშირად ვფიქრობ, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა, თუმცა ზოგჯერ ცუდს მიიჩნევენ უკეთესად. სად იწყება ბოროტება? ხანდახან ისეთი რთულია მიხვდე რა არის სწორი, როგორ მოიქცე. თუკი ყველამ ვიცით, რომ სიკეთე ყველაფერს ჯობია-მაშინ რატომ არ ვგავართ ამ ფილმის პერსონაჟებს? იმიტომ, რომ გვირჩევნია ვუყუროთ სხვები, როგორ აკეთბენ სიკეთეს (ამით დავტკბეთ) ვიდრე თავად დავკავდეთ ქველმოქმედებით. ამელი პულენი ჩემთვის იმედია, იმედი, რომ სადღაც კიდევ არსებობენ წმინდა ალტრუისტი ადამიანები, რომლებიც სხვისი ბედნიერებისთვის ზრუნავენ. ამელის ცხოვრება ჩემი სამყაროა, ადგილი სადაც ყოველ ღამეს, ძილის დროს მივემგზავრები.