Showing posts with label სუბიექტური აზრი. Show all posts
Showing posts with label სუბიექტური აზრი. Show all posts

Saturday, February 19, 2011

Fuck !! ტაბლეტები-ანუ მგონი "მომავალი" დგება!

ბლექბერის ტაბლეტი 
ბავშვობაში (ახლაც) ხშირად გვინახავს ფილმები, რომლებიც აღწერდნენ თუ როგორი იქნებოდა "მომავალი". დეკორაციებში ჭარბობდა ლაზერული იარაღბი, მფრინავი მანქანები სლიკინა დიზაინით და სენსორული მინი კომპიუტერები, რომლებიც დღეს უკვე არსებობენ და "ტაბლეტები" ჰქვიათ. შოუბიზნესშიც, მუსიკალურ კლიპებში ხშირად ვხედავთ "მომავალი-დღესაა" დიზაინს (მაგ. the black eyed peas; My chemical romance). ყველაზე ცნობილი ტაბლეტი Ipad დაიხვეწა და უკვე Ipad2-ც მზადაა გამოსასვლელად, ახლახანს კი აშშ-ში თითქმის ყველა ცნობილმა კომპიუტერულმა თუ მობილური ტელეფონების კომპანიან წარმოადგინა ახალთახალი ტაბლეტები (blackberry, Acer, Samsung...).

ბოლო დღეებია ვფიქრობ, რომ მომავალი ადრე სწორედ ასეთი წარმომედგინა. ტანსაცმლის დიზაინი, კომპიუტერული და ტექნიკა და სოფტი, მანქანების დიზაინი...

* იქნებ "მომავალი" უკვე დგება?

* როცა ლაზერული იარაღებიც გვექნება და მფრინავი მანქანებიც (არც ისე გვიან) მერე რა      
   იქნება?

* "მომავლის" შემდეგ იარსებებს თუ არა "მომავლის მომავალი"?

*დავიხოცებით თუ არა 2012-ში? <-----ეს რა შუაში იყო :[ ბოლო დაივიწყეთ.


მოკლედ თუ მომავალი დღესაა, მაშინ ხვალ რაღა ჯანდაბა იქნება?!

Tuesday, January 18, 2011

"sex" ეს სიტყვა ყველგან მესმის! "sex" ეს სიტყვა ყველას უყვარს!

არასოდეს მოვუტყუებივარ მშობლებს კომბოსტოში გიპოვეთ, ბაზრობაზე გიყიდეთ ან წერომ მოგიყვანაო. შესაბამისად სიტყვა სექსი ბავშვობიდან, ჯერ კიდევ იმ დროიდან ჩამესმის, როცა აზრზე არ ვიყავი ზუსტად რას აღნიშნავდა. პირველად შვიდი წლის ასაკში მიპოვნეს ხუთი-ექვსი წლის მეზობელ გოგონასთან ერთად შიშველ მდგომარეობაში,  სოფელში. მაშინ დედაჩემის ძალიან შემრცხვა, თუმცა მას მხოლო და მხოლოდ გაეცინა-რა ჯანდაბას აკეთებდით საწოლის ქვეშო.

რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მასტურბაცია არსებობდა და დიდი ხნის განმავლობაში ფალოსზე ხელი აღარ გამიშვია, თუმცა რამდენიმე თვეში გავიგე, რომ "ხელცქვიტობაზე" საავტორო უფლებები მე არ მეკუთვნოდა და ნაცნობებში საკმაოდ გავრცელებულ რაიმედ ითვლებოდა (ამ ამბავმა  ცოტა დამთრგუნა). ამის შემდგომ (რამდენიმე პატარა, უაზრო სექსუალური მცდელობა) სექსიცა და მისი მსგავსიც რამდენიმე წლით გადამავიწყდა.

გავიდა დრო, მომემატა ასაკი და სულ ცოტახანში ოცი წელიც შემისრულდება. დღეს სადაც არ უნდა გავიხედო ყველგან სიტყვა "სექსი" მესმის. ფეისბუქზე შესულს სხვადასხვა ასაკის, სქესისა და აღმსარებლობის ადამიანისაგან, ხშირად დამხვედრია სექსუალური შეოთავაზებები, თუმცა მსგავსი ადამიანების დაახლოებით 40%-ს უბრალოდ ვბლოკავ.
სად იკვეთება ზღვარი? ნუთუ ადამიანები ცხოვრებას ორგაზმიდან-ორგაზმამდე დაყოფენ?
არავის პირად სივრცეში არ ვაპირებ შეჭრას, თუმცა ჩემთვის წარმოუდგნელია ადამიანი ეძებდეს მხოლოდ სიამოვნებას-ბედნიერების გარეშე. თუ გავიხსენებთ დორიან გრეის, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა, რომ სიამოვნება უნდა ეძიოს კაცმა და ბენიერება არ არსებობს, შეგვეშინდება ჩვენც დორიანის მსგავსი ფატალური ბედი არ გვხვდეს წილად.

არასოდეს მქონია სექსი ადამიანთან, რომელიც ძალიან არ მყვარებია. სექსი უბრალო ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არაა, სექს დანისნულება აქვს. თუ დღევანდელი საზოგადოების არც თუ ისე საყვარელ მწერალს, პაულო კოელიოს დავესესხები "სექსი სიყვარულის წმინდა რიტუალია". როცა ვინმე გიყვარს, მასთან ერთად ატარებ სიყვარულის რიტუალს-ამას კი ბედნიერება მოაქვს. სექსი ნებისმიერ პარტნიორთან, მხოლოდ ფიზოლოგიურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და არა ემოციურს.

ადამიანის, კერძოდ ჩემი ცხოვრების წუთები, რომ გამოვთვალოთ, საჭიროა 19 წელიწადი გავყოთ 12 თვეზე, მიღბული გავყოთ საშუალოდ 30 დღეზე, აქედან მიღბული კი 60 წთ-ზე. სავარაუდოდ რამდენიმე მილიონ წუთს მივიღბთ, ხოლო თუ გვინდა გამოვთვალოთ საერთო ორგაზმის დრო, მაშინ ჩემი განვლილი სექსუალური აქტების რაოდენობა უნდა გავამრავლოთ საშუალოდ 7 წთ-ზე (ორგაზმის საშუალოდ დადგენილი ხანგრძლივობა).
საბოლოოდ თუ ჩემი მთლიანი ცხოვრების წუთებს გამოვაკლებთ ორგაზმის წუთებს კვლავ მილიონობით უსექსო წუთი დამრჩება, როცა არ განვიცდიდი ორგაზმს, თუმცა ვიყავი ბედნიერი იმით, რომ საყვარელ ადამიანს ჩემს მხარზე ედო თავი და ერთად ვუსმენდით საყვარელ მუსკას.

Wednesday, January 12, 2011

გოგო = ბიჭს ?

გენდერული თანასწორობა 21-ე საუკუნის ერთერთი მნიშვნელოვანი თემაა. მსოფლიოში, განსაკუთრებით  დასავლეთში, უამრავი ფემინისტური საზოგადოება შეიქმნა, რომლებიც იცავენ ქალთა უფლებებსა და უზრუნველყოფენ გენდერული ბალანსის შენარჩუნებას სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში. როგორც ევროპა-ამერიკულ, ასევე ქართულ საზოგადოებაშიც შეგხვდებათ ზოგჯერ "ძლიერი" ფემინისტი გოგონა, რომელიც მამისმკვლელი თვალებით შემოგხედავთ თუკი კარში გასასვლელს დაუთმობ, მაგრამ ნუთუ სინამდვილეში გოგო = ბიჭს?

როლები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სოციალისტური თვალსაზრისით ჯერ კიდევ მარქსმა გაანაწილა. თბილი ოჯახი, სადაც ნაზი დედიკო სახლს ალაგებს, ბავშვებს უვლის, დღის ბოლოს სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს ფეხებს დაბანს და გემრიელი საკვებით გაუმასპინძლდება. ზოგიერთი ადამიანები პოსტ სოციალისტურ ქვეყნებში იმდენად არიან შეჩვეულნი აღნიშნულ სტრეოტიპს, რომ მათთვის ქალის სხვაგვარი ცხოვრების წესი უზნეობადაც კი არის მიჩნეული. და მაინც, თუ გოგო = ბიჭს, მაშინ ბიჭებმა თავი ჩვენი დიასახლისების ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ და ყველა დამეთანხმება, რომ საქმე აუტანელ ყოფასთან გვექნება. მივხვდებით, რომ ქალსაც სჭირდება საკუთარი თავის რეალიზაცია, რასაც მხოლოდ სამსახურში შეძლებს , ხოლო ბავშვებს კი ძიძები მოუვლიან, რომელთათვისაც თვითონ  ძიძობა იქნება სამსახური (ანაზღაურებითი თვითრეალიზაცია).

ყოველივედან გამომდინარე, ქალებს იმხელავე უფლებები აქვთ, რამხელაც კაცებს, მაგრამ გვანან კი გოგოები ბიჭებს?
ყოველდღიურობიდან გამომდინარე ხშირად ვრწმუნდებით, რომ ლეგენდა ქალის მამაკაცზე მეტად სენტიმენტალურობის შესახებ სიმართლეა. არის კი მამაკაცი უფრო ძლიერი, ვიდრე ქალი, თუ უბრალოდ კაცი მალავს სისუტეს ხოლო ქალი კი-არა?
რამდენად გვანან ეს ორი სქესის ადამიანები? ან საერთოდ გვანან კი რამით?

დღეს ერთ იდოტურად გადაპრანჭულ კაფეში, სადაც ერთყლუპიან ესპრესოში 3.70 gel გადამახდევინეს-ვრცელი საუბარი გვქონდა მე და ეკას აღნიშნული საკითხის შესახებ. ეკამ მითხრა, რომ გოგოებს მოსწონთ, როცა ვიღაც-დამცველი ჰყავთ, როცა მათ გვერდით ძლიერი მკლავებია, მათ აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ იყვნენ სუსტები. მე ვეთანხმები ამ აზრს, გოგონები ჩვენს საზოგადოებაში მართლაც გვანან ნაზ, სუსტ არსებებს ამიტომ ისინი ხშირად გამოყენებულნი რჩებიან მამაკაცთა მიერ. ბევრად ადვილია დამოკიდებული იყო სხვაზე, ვიდრე თავად იშრომო და ხარჯო ენერგია, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დამოკიდებულება ზღუდავს თავისუფლებას.