Tuesday, January 11, 2011

უფასო ჩახუტება ყველას


მიუხედავად იმისა, რომ აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და მოზარდებს მოსახლეობის მიმართ მხოლოდ სითბოს გამოხატვა სურდათ, ჩახუტების მსურველი არცთუ ისე ბევრი აღმოჩნდა.  გამვლელებიდან ყველაზე დიდი აქტიურობით ტურისტები გამოირჩეოდნენ, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს თბილისელები ნაკლები აგრესიულობით (თუმცა რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა) და ცინიზმით შემოიფარგლნენ. ბევრს უხაროდა უცხოსთან ჩახუტება და სურათსაც იღებდა, ზოგი იბნეოდა, რამდენიმეს სრცხვენოდა და ღიმილიანი იგნორით ანიშნებდა-მხარს გიჭერთო.
დავით შუბლაძემ თბილისური ჩახუტების დღის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით შეიტყო. სურდა ჩახუტებოდა უცნობებსა თუ ნაცნობებს საჯაროდ და ამით მეტი სიხალისე შემოეტანა საზოგადოებაში. როგორც ამბობს ადამიანები არც თუ ისე დიდი სიხარულით ხვდებოდნენ და ბევრი მათგანი არც ეხუტებოდა.

განსაკუთრებით ახალგაზრდები აქიურობდნენ, ასაკში შესული ადამიანების უმრავლესობა კი ან ვერ ხვდებოდა ან აიგნორებდა. ამბობს, რომ იდეა მოსწონს, თუმცა ორგანიზებაში რაღაცებს შეცვლიდა: „კარგი იქნებოდა დროშები ყოფილიყო და სხვანაირი პლაკატები“.
Free hugs day, რომელიც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც უფასო ჩახუტების, ან თავისუფალი ჩახუტების დღე- პირველად სიდნეიში (ავსტრალია) გაიმართა 2004 წლის 30 ივნისს. აქცია მოაწყვეს სუბკულტურის წარმომადგენებმა, რომელთაც “Juan Mann”-ს ეძახდნენ. აღნიშნული საზოგადოება გამოირჩეოდა ხშირი სტრესითა და დეპრესიით, ხოლო ფაქტი, რომ გამოდიოდნენ და სრულიად უცხო ადამიანებისგან იღებდნენ სითბოს-მათთვის დიდი შვება იყო.
თავდაპირველად გამოსვლას პრობლემები მოჰყვა, პოლიცია “Juan Mann”-ს მსგავსი აქციის ჩატარების  უფლებას არ აძლევდა, ამიტომ “Mann”-ის წევრებმა პეტიციების გამოყენებით შეძლეს ავტორიტეტების დარწმუნება, რომ თავისუფალ ჩახუტებაში ცუდი არაფერი იყო.
2006 წლიდან პოპულარული გახდა სხვა და სხვა ქვეყნებში გამართული აქციების ვიდეო ვერსიის (სასიამოვნო მელოდიის თანხლებით) ატვირთვა Youtube-ზე. მსგავსი კლიპების ათობით ათასი მაყურებელი დაფიქსირდა ბოლო რამდენიმე წლის განავლობაში.
ჩახუტების დღეს, როგორც წესით ივლისში აღნიშნავენ, თუმცა როგორც ამ აქციის ორგანიზატორი კნუტ ლავგუდი ამბობს „ყოველი დღე ჩახუტებისაა“. ფაქტი ფაქტად რჩება, ბოლო რამდენიმე წლის გამავლობაში, ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი შეკრება იყო, ხალხი კი უფრო მომზადებული, ვინაიდან წინა წლებში ადგილი ჰქონდა ისეთ უხეშობებს, როგორიცაა სიტყვიერი შეურაცხყოფა ან „შეფურთხება“.

No comments:

Post a Comment