Tuesday, January 18, 2011

"sex" ეს სიტყვა ყველგან მესმის! "sex" ეს სიტყვა ყველას უყვარს!

არასოდეს მოვუტყუებივარ მშობლებს კომბოსტოში გიპოვეთ, ბაზრობაზე გიყიდეთ ან წერომ მოგიყვანაო. შესაბამისად სიტყვა სექსი ბავშვობიდან, ჯერ კიდევ იმ დროიდან ჩამესმის, როცა აზრზე არ ვიყავი ზუსტად რას აღნიშნავდა. პირველად შვიდი წლის ასაკში მიპოვნეს ხუთი-ექვსი წლის მეზობელ გოგონასთან ერთად შიშველ მდგომარეობაში,  სოფელში. მაშინ დედაჩემის ძალიან შემრცხვა, თუმცა მას მხოლო და მხოლოდ გაეცინა-რა ჯანდაბას აკეთებდით საწოლის ქვეშო.

რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მასტურბაცია არსებობდა და დიდი ხნის განმავლობაში ფალოსზე ხელი აღარ გამიშვია, თუმცა რამდენიმე თვეში გავიგე, რომ "ხელცქვიტობაზე" საავტორო უფლებები მე არ მეკუთვნოდა და ნაცნობებში საკმაოდ გავრცელებულ რაიმედ ითვლებოდა (ამ ამბავმა  ცოტა დამთრგუნა). ამის შემდგომ (რამდენიმე პატარა, უაზრო სექსუალური მცდელობა) სექსიცა და მისი მსგავსიც რამდენიმე წლით გადამავიწყდა.

გავიდა დრო, მომემატა ასაკი და სულ ცოტახანში ოცი წელიც შემისრულდება. დღეს სადაც არ უნდა გავიხედო ყველგან სიტყვა "სექსი" მესმის. ფეისბუქზე შესულს სხვადასხვა ასაკის, სქესისა და აღმსარებლობის ადამიანისაგან, ხშირად დამხვედრია სექსუალური შეოთავაზებები, თუმცა მსგავსი ადამიანების დაახლოებით 40%-ს უბრალოდ ვბლოკავ.
სად იკვეთება ზღვარი? ნუთუ ადამიანები ცხოვრებას ორგაზმიდან-ორგაზმამდე დაყოფენ?
არავის პირად სივრცეში არ ვაპირებ შეჭრას, თუმცა ჩემთვის წარმოუდგნელია ადამიანი ეძებდეს მხოლოდ სიამოვნებას-ბედნიერების გარეშე. თუ გავიხსენებთ დორიან გრეის, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა, რომ სიამოვნება უნდა ეძიოს კაცმა და ბენიერება არ არსებობს, შეგვეშინდება ჩვენც დორიანის მსგავსი ფატალური ბედი არ გვხვდეს წილად.

არასოდეს მქონია სექსი ადამიანთან, რომელიც ძალიან არ მყვარებია. სექსი უბრალო ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არაა, სექს დანისნულება აქვს. თუ დღევანდელი საზოგადოების არც თუ ისე საყვარელ მწერალს, პაულო კოელიოს დავესესხები "სექსი სიყვარულის წმინდა რიტუალია". როცა ვინმე გიყვარს, მასთან ერთად ატარებ სიყვარულის რიტუალს-ამას კი ბედნიერება მოაქვს. სექსი ნებისმიერ პარტნიორთან, მხოლოდ ფიზოლოგიურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და არა ემოციურს.

ადამიანის, კერძოდ ჩემი ცხოვრების წუთები, რომ გამოვთვალოთ, საჭიროა 19 წელიწადი გავყოთ 12 თვეზე, მიღბული გავყოთ საშუალოდ 30 დღეზე, აქედან მიღბული კი 60 წთ-ზე. სავარაუდოდ რამდენიმე მილიონ წუთს მივიღბთ, ხოლო თუ გვინდა გამოვთვალოთ საერთო ორგაზმის დრო, მაშინ ჩემი განვლილი სექსუალური აქტების რაოდენობა უნდა გავამრავლოთ საშუალოდ 7 წთ-ზე (ორგაზმის საშუალოდ დადგენილი ხანგრძლივობა).
საბოლოოდ თუ ჩემი მთლიანი ცხოვრების წუთებს გამოვაკლებთ ორგაზმის წუთებს კვლავ მილიონობით უსექსო წუთი დამრჩება, როცა არ განვიცდიდი ორგაზმს, თუმცა ვიყავი ბედნიერი იმით, რომ საყვარელ ადამიანს ჩემს მხარზე ედო თავი და ერთად ვუსმენდით საყვარელ მუსკას.

9 comments:

  1. ათი მილიონ ხუთას თორმეტი ათასი წუთი გამოდის 20 წელი...

    ReplyDelete
  2. წადი რა იტყნაურე!!

    ხო კაი, ვხუმრობ :* appreciate ur attitude :>

    ReplyDelete
  3. არ არის არადა ეგრე, მოთხოვნილებაა და მისი დაუკმაყოფილებლობა ბევრ პრობლემას იწვევს, სამედიცინო თვალსაზრისით ვიძახი:)

    ReplyDelete
  4. ისა...7 წუთი რაამბავია ორგაზმი??
    და ისე სექსი სექსია, საყვარელ ადამიანთან სექსი კი ბედნიერება :)
    ანუ უბრალოდ სექსსაც მიეცი არსებობის უფლება :)

    ReplyDelete
  5. ინდიგოს ვეთანხმები - 7 წუთიანი ორგაზმი ნაღდად რა ამბავია :)

    ReplyDelete
  6. 7 წუთი? ტერმინატორი ხარ ბლიად? :))

    ReplyDelete
  7. 7 წთ მხოლოდ ორგაზმი არაა, ამ პერიოდში ათავებს ნორმალური ადამიანი (შესაბამისად ორგაზმსაც მოიცავს) :))

    ReplyDelete
  8. შენააა :) ფლეიბოის ფილოსოფიიდან გაგცემ ამ პოსტზე პასუხს :)
    თუ ვაღიარებთ, რომ სექსს მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქცია არ აქვს ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მას სიყვარულტანაც არ აქვს არანაირი კავშირი.
    შენი ლოგიკით რომ წავიდეთ, ყველა ისე იქცევა, როგორც შენ. სად გინახავს რომ ვინმეს მუდმივი სექსი ჰქონდეს? და ვაბშე რა ფარულავას რჩევას გავიმეორებდი :))))))))

    ReplyDelete