Wednesday, March 23, 2011

ქურდები, ბოზები, ბურჭულაძე და მგონი ქუთაისი გა-"fail"-და

სურათი ჩამოტვირთულია ინტერნეტიდან
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ახალი ოპერის სცენაზე თბილისელი მწერლები, ზაზა ბურჭულაძე, დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე მიიწვიეს-საღამოზე მიპატიჟებული იყო თბილისური ჯაზ-ბენდიც. როგორც პრესა.გე იუწყება ღონისძიება სკანდალით დამთავრდა. ქუთაისის ზე-განათლებული და ზე-პატიოსნებით აღსავსე "ინტელიგენცია" ქართველი ეპატაჟური მწერლის, ზაზა ბურჭულაძის სიტყვებმა "ქურდებს სალამი და ბოზებს სიკვდილი"-მა აღაშფოთა, მათ არანაკლებ უხეშად უპასუხეს ბუჭულაძის ქმედებას და ოცამდე მათგანამა ოპერა დატოვა.

როგორც თავად "ინტელიგენცია" იუწყება, მათ ბოზობაც იციან და ქურდობაც, ხოლო მწერალის ზემოთ აღნიშნული სიტყვები კი შეურაცხყოფა იყო ძველი ქალაქის. მათ იციან "არტი, პოპი, სოული..", მაგრამ ბურჭულაძის  ეპატაჟი ყოველგვარ ნორმებს სცილდება.

გა-fail-ებული "ინტელიგენცია" ქალაქისთვის მიყენებულ არანაკლებ შეურაცხყოფად მიიჩნევს ორკესტრის წევრის მიერ სცენაზე წყლის დალევის ფაქტსაც, მათი განცხადებით ქუთაისს ვერავინ "ვერაფრით" გააკვირვებს, თუმცა გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ეპატაჟი ჩამორჩენილი ქალაქისთვის ახალი და გაუგონარი რამაა.
სურათი ჩამოტვირთულია ინტერნეტიდან

ზაზა ბურჭულაძის გამონათქვამს საქართველოს პრეზდენტი, მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, თუკი მიშა უწინ  განცხადებების გასაკეთებლად მაინც ჩამოდიოდა თავისი თვითმფრინავიდან, ახლა-ნურასუკაცრავად, პირდაპირ "მეცხრე ცაზე შემომაჯდარმა" თვითმფრინავიდან "დაუტია" ზაზას-არაფერი შეგეშალოს, ეს ის საქართველო აღარაა რაც იყოო, ახლა suck-art-well-oh! გახდაო.

მუსიკოსების მიერ წყლის დალევის, ქუდით სცენაზე ჯდომითა და კევის ღეჭვით აღშფოთებუმა "ლენინელმა ინტელიგენტებმა" ჭორაობა ოპერის შესასვლელში გამართეს, დათო ტურაშვილს "მინუსი" (ბურჭულაძის კამპანიაში ყოფნა)მოუძებნეს,  ბურჭულაძე "ჯორზე შესვეს-უკუღმა", ხოლო ლაშა ბუღაძე კი გადარჩა, ვინაიდან კომუნისტური სისადავითა და ნაივურობით აღსავსე "ინტელიგენტებს" მის შესახებ არ სმენოდათ.
სურათი ჩამოტვირთულია ინტერნეტიდან


სამწუხაროა, როცა ასეთი დიდი ისტორიის მქონე ქალაქი, სადაც პირადად მე კულტურის კერა მეგულებოდა, პოსტს დართული ვიდეოს შემდეგ  ასე გა"fail"და. საბედნიეროდ მე შეხება მაქვს იქაურ მაცხოვრებლებთად და ვიცი, რომ ე.წ ინტელიგენცია არ უნდა მივიჩნიო ქუთაისელების დონის საზომად, ვინადიდან იქ საკმაოდ ბევრი ღრმად განათლებული და საღად მოაზროვნე ადამიანი ცხოვრობს. მაშ ასე, ქურდები-ციხეში, ბოზები-დარბაზს გარეთ, ჩვენ დაგვრჩა ბურთიც და მოედანიც <3

2 comments:

  1. ულისე, არც ქუთაისელ ვაი-ინტელიგენტებზე ვაბოდებ და არც ბურჭულაძეზე... უბრალოდ, ბირჟებს როგორც იქნა ძლივს ვიცილებთ და სცენიდან კიდევ ქურდობის ''ქადაგება'' ჩემთვის მიუღებელია :) არ აქვს მნიშვნელობა ვის ქალაქში იქნება, ჩემსაში თუ სხვისაში...

    ReplyDelete
  2. ზაზა ბურჭულაძის სიტყვები ჩემთის მიუღებელი იყო, ოპერის სცენა არ არის ის ადგილი სადაც ასეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს... არც ქუთაისელების მხრიდან წამოსული რეაქციო იყო სასიამოვნო...
    იმაში კი ნამდვილად გეთანხმები, რომ ქუთაისში ძალიან ბევრი განათლებული და მართლაც ინტელექტუალური ადამიანი ცხოვრობს...

    ReplyDelete