Tuesday, January 11, 2011

ომი და მშვიდობა გორში


რვა აგვისტოს ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა ჩემთვის ყველაზე მომხიბლავი მაინც გორის თეატრის წინ  ჩატარებული არტ ღონისძიება გახდა. აქცია ორგანიზებული იყო სტუდია iGeo-ს მიერ, ასევე მხარს უჭერდა თავდაცვის სამინისტროც.
თბილისადან ჩაყვანილმა რვა ახალგაზრდა მხატვარმა (აკადემიის სტუდენტმა) რვა სხვადასხვა სურათი დახატა დევიზით „არა ტერიტორიულ კანიბალიზმს“.  ყველაზე პოპულარული თემები რელიგიური და“ყაყაჩოები“ აღმოჩნდა. ამავდროულად ადგილობრივი ბავშვები ფერადი ცარცებით ხატავდნენ გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გორი იმ დღეს უჩვეულოდ აქტიური ჩანდა. იქ რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. აღუწერელი გრძნობაა, როდესაც რაღაც დიდის წევრი ხარ და მას ბოლომდე ეთანხმები. გვიხაროდა, რომ ორი წლის თავზე ფუნჯი ერთადერთი იარაღი იყო  ამ პატარა ქალაქში.
პროტესტს გამოხატავდნენ არა მხოლოდ მხატვრები, არამედ დანარჩენი ადამიანებიც, რომლებსაც სპეციალურ ბანერზე ხელის მოწერა შეეძლოთ. აქცია საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, მოდიოდნენ არა მხოლოდ გორში მცხოვრებნი, არამედ იქ ჩასულ დამსვენებელებიც.
პროტესტის გამოხატვის ასეთი ფორმა მოსაწონი გახდა ბევრი ახალგაზრდისთვის. ხელოვნება ომის წინააღმდეგ საკმაოდ კრეატიული გამოდგა. დღე პროდუქტიული იყო-შექმნილი ტილოებით ყველა კმაყოფილი დარჩა. მაშინ, როდესაც ვერ ხვდები ჯერ კიდევ დაუვიწყებელი ომი იგლოვო თუ ახლად მოპოვებული მშვიდობა იდღესასწაულო, მსგავსი ღონისძიება მშვენიერი საშუალებაა ტკივილ-სიხარულის გამოსახატად.
ასეთი იყო წელს „ცვლილებების ქალაქი“, გორის ომს მშვიოდბა ჩაენაცვლა, ყუმბარებს- ზეთის საღებავები. ქუჩაში გამვლელთა სახეებზე შეგეძლოთ სიხარულის ამოკითხვა. ყველამ ვიცოდით, რომ დამთავრდა ომი, თუმცა ბრძოლა კვლავ გრძელდება- ამჯერად სხვანაირად. გორში მშვიდობაა.

No comments:

Post a Comment