Saturday, March 5, 2011

ოდისევსის ტრაგედია

ეძღვნება ექვთოს და კედის.



ოდისევსი ჩემი ძმა იყო-ტყუპისცალი. მახოსვს ბავშვობაში ბებიაჩემი ერთმანეთისგან ვერ გვანსხვავებდა ხოლმე, ჩვენ კიდევ სახელებს ვცვლიდით და საწყალ მოხუცს ვაწვალებდით. სინამდვილეში კი მე და ოდისევსი  დიდად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო ფიზიკურად და ხშირად მრტყამდა კიდევაც, რათა ეს კარგად დამემახსოვრებინა. ჩიტებს ბუდეებს უნგრევდა, კატებს სცემდა, პატარა თაგვებს წყალში ახრჩობდა და ბაყაყებს ცოცხლად ატყავებდა- მე კიდევ ყველაფრის თვითმხილველი ვიყავი, მხოლოდ ის შემეძლო მეყურებინა ამ საძაგლობებისთვის და  ჩემთვის მეფიქრა:  „ოდისევს, რა სადისტი ნაბიჭვარი ხარ“.

სკოლაში ყველაფერი შეიცვალა, ის ვარსკვლავად იქცა, ჭკუა არავის ანაღვლებდა-ყველანი კუნთებზე უყურებდნენ. რაც ყველაზე მეტად მიხაროდა: მისი ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემი დაცვა იყო, სწორედ სკოლიში გახდა ოდისევსი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი.

კოლეჯშიც ერთად ვერთობოდით, ოხრად ლუდს ვსვამდით, ვეწეოდით, მთვრალ ნაშებს ვკერავდით და შეყვარებულებიც ორმაგ პაემნებზე დაგვყავდა. ბოლოს მან ცოლიც მოიყვანა, გოგო, რომელიც მე მომწონდა, თუმცა ის ყოველთვის ოდისევსის იყო და ჩემი ვერც ვერასოდეს გახდებოდა. ჩემი ძმა და კედი დაქორწინდნენ, ერთი წლის შემდეგ ბავშვს  ბიძის პატივსაცემად ულისე უმცროსი დაარქვეს.

ოდისევსისგან უჭკუობის გამო სტომატოლოგი ვერ დადგა და კოლეჯი მიატოვა, არც იმდენად კარგად თამაშობდა რაგბის, რომ სტიპენდია მიეღო, ამიტომ ოჯახის რჩენის ერთადერთი გამოსავალი სამხედრო კონტრაქტი იყო. კედი და ულისე უმცროსი სამშობლოში დატოვა, თავად კი შუა აზიაში, სამხედრო ბაზაზე გაემგზავრა. წასვლისწინ დამიბარა, ულისე, ჩემს ოჯახს შენ გიტოვებ, მიხედეო, ცუდი წინათგრძნობა მაქვს და შეიძლება ვეღარ დავბრუნდეო. მე კიდევ გავამხნევე და დავპირდი საკუთარი ოჯახივით მივხედავ შენსას-მეთქი.

ზოგჯერ ისე გადიოდა კვირები, რომ ძმისგან არაფერი მესმოდა. ბლოგსა და სოციალურ ქსელებზე შესვლა აკრძალული ჰქონდა, მეილზეც ვერ მომწერდა, მხოლოდ პერიოდულად გვირეკავდა მესენჯერში და ისიც მხოლოდ იმას ამბობდა თუ როგორ გრძნობდა თავს. მე და კედიც ვხვდებოდით, ოდისევსი აღარასოდეს იქნებოდა ძველებურად.

იმ დროს როცა დარეკვას აგვიანებდა ღამეების განმავლობაში არ მეძინა. როცა წარმოვიდგენდი, რომ რაიმე შეიძლებოდა შემთხვეოდა გული გამალებით მირტყამდე მკერდზე და ვფიქრობდი მის სიკვდილს- ჩემი სიკვდილი მირჩევნია-მექი.

აგვისტოს ერთ ცხელ, საშაბათ დილით, როცა სამზარეულოში ვიჯექი და მოხარშულ კვერცხს ლუდთან ერთად შევექცეოდი ოფიციალური წერილი მოვიდა.

ოდისევსი მოკვდა.
* * *
ჩემი ძმა კუბოზე დროშაგადაფარებული ჩამოიტანეს. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ისიც და მილიონობით მისნაირი მხოლოდ იმიტომ იხოცებიან, რომ ვიღაც ნაბიჭვარმა თავის თბილ კაბინეტში ომის გადაწყვეტილება მიიღო და ხელიც მოაწერა. პატრიოტიზმი მდიდარმა, ნაბიჭვარმა და გავლენიანმა ხალხმა მოიგონა, ნარკოტიკივით მოწამლა ახალგაზრდობა, რათა მათი სიცოცხლეების ხარჯზე მდიმრები უფრო მეტად გამდიდრდნენ და გავლენიანებმა გავლენის არეალი გააფართოვონ.

ოდისევსი ქალაქის სასაფლაოზე მიწაში ჩაუშვეს, მე და მისი ცოლშვილი კი ზემოდან ვუყურებდით და სამუდამოდ ვემშვიდობებოდით.

ისი დაკრძალვიდან ერთმა თვემ გაიარა, ჩემი ცხოვრება კი ოდნავადაც არ შეცვლილა. ყოველ დილით მოხარშულ სამცალ კვერცხს და ერთ ქილა ლუდს ვშთანთქავდი, მივდიოდი კლინიკაში, ხუთსაათიანი სამუშაო გრაფიკის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი, მვჭამდი სოსის და პიურეს, ვაყოლებდი ორ ქილა ლუდს და ერთ ნაჭერ ნამცხვარს, ბოლოს საპირფარეშოში ვისაქმეებიდა და მივიდოდი დასაძინებლად, რათა მეორე დილიდან წირვსავით გამემეორებინა განვლილი დღე.

„არ მომწონხარ, რაღაცნაირად შეიცვალე“ მითხრა ქალბატონამ ქითიმ, მოხუცმა მეზობელმა სადარბაზოში, სანამ საფოსტო ყუთს ვამოწმებდი.
„ერთი თვის წინ ძმა დავკარგე, არც ისე ცოტა მიზეზი მაქვს მაგისთის“ ვუპასუხე და წერილები გადავათვალიერე.
„შენც და შენს ძმასაც ბავშვობიდან გიცნობთ. ვიცი რაღაც ხდება შენს თავს და არ იმიტომ, რომ ოდისევსი მოკვდა“ მიპასუხა მოხუცმა და იღლიაში ამოჩრილ ერთერთ კატას (და მას საკმარისზე მეტი ფისო ჰყავდა თავის ერთადერთ ოთახში) თავზე ხელი გადაუსვა.
„ძილინების ქალბატონო ქითი“ ვუპასუხე და არც შემიხედავს ისე წავედი ჩემი ოთახისკენ.
„როგორ მიბედავ..“ მომაძახა, მაგრამ კარი უკვე მოხურული მქონდა.

პიურე და ორი სარდელი მივირთვი, ტელევიზორს ვუყურე (თან ლუდს ვსვამდი) ერთი ნაჭერი კრემიანი პუდინგიც ვშთანთქე და დასაძინებლად წავედი.

კვირის ბოლოს კედიმ დამირეკა, ხვალ ოდისევსის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე სრულდება და ჩემთან ახლობლები ვიკრებებით მისი სულის გასახსენებლადო. დავპირდი, რომ მივიდოდი და ყველიან მაკარონს მივიტანდი.

გამეღვიძა თუ არა შიშმა შემიპყრო. პირველად ორმოცი დღის გნმავლობაში, პირველად შემეშინდა და ესეც სამ წუთში გაქრა. უქმე იყო და სამსახური არ მქონდა, სამზე კედისთან უნდა წავსულიყავი. პურები გავხუხე, სამი კვერცხი მოვხარშე და ტელევიზორის წინ მო

ვკალათდი. საჭმელს ლუდი დავაყოლე, ჩავიცვი და მარკეტში ჩავედი. სამ დოლარად საკმარისზე მეტი ყველიანი მაკარონი მომივიდა, თუმცა მანქანაში ჩავჯექი თუ არა თავი დამნაშავედ ვიგრძენი, იმდენს მაინც იმსახურებდა ოდისევსი, რომ მაკარონი თავად მომემზადებინა მისი გარდაცვალების მოსახსენიებელი დღისთვის-მეთქი, თუმცა რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? ადამიანი მოკვდა, მიწაში იწვა და სულ ყვერებზე ეკიდა მაკარონს თავად მოვხარშავდი თუ მარკეტში ვიყიდიდი სამ დოლარად. ისე ცოცხალი, რომ ყოფილიყო მაინც სულ ერთი იქნებოდა მისთვის.

კარი კედიმ გამიღო, ხელში ულისე უმცროსი ეკავა.
„კარგია, რომ არ დაიგვიანე, როგორც გჩვევია ხოლმე“ მითხრა ქალმა და გადამეხვია.“ყველა აქაა, გაშინაურდი“
მთელი სანათესაო შეკრებილიყო და ოდისევსზე მსჯელობდნენ, უეცრად ანცი და თავხედი ბიჭი მისაბაძ მაგალითად აქციეს. სურათებს ათვალიერებდნენ და ვითომდა ბედნიერ მომენტებს იხსენდნებდნენ. მამიდა ლუი თვალზე ცრემლომდგარი უტრიალებდა იისფერ ლარნაკს, ოდისევს ძალიან მოსწონდაო. მეც მახსოვდა ეს ლარნაკი, დაახლოებით შვიდი წლის წინ მესროლა მამიდაჩემმა  ურჩობისთვის, ოდისევსმა კი ამის გამო დედა აგინა და ქალის საყვარელი სერვისი ფანჯრიდან გადააგდო ლანგრიანად, ეს ყველაფერი კი მეზობელს დაეცა თავში და კომაში ჩავარდა, შემდეგ ოდისევსმა მეზობლის შვილს აგინა დედა, რათა ალიმენტები და ციხე აერიდებინდა, ასე მოხდა კიდევაც.

„ულისე, ჩემო ბიჭო, რამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს“ მითხრა ბიძაჩემმა „წარმომიდგენია როგორ განიცდი“
ბიძაჩემი ყველაზე დიდი ნაბიჭვარი იყო ჩემს სანაცნობოში, მილიონერი გახლდათ, თუმცა არც ერთი შვილი არ ელაპარაკებოდა, ხოლო ბიცოლაჩემმა კი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოიკლა თავი.
„ბიძია როგორ ხართ? ოფისში რა ხდება?“ ვკითხე.
„განსაკუთრებული არაფერი. საცოდავი ოდისევსი, ერთადერთი ის მანუგეშებს, რო  საკუთარ ქვეყანას შესწირა თავი“ ჩაილაპარაკა მოხუცმა.
მინდოდა მეთქვა ქვეყანას კი არა, ნაბიჭვარი პრეზიდენტის სიღორეს-მეთქი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
„საყვარელო, ალბათ თავს საშინლაგ გრძნობა“ გადამეხვია დეიდა.
„ის შენი ტყუპისცალი იყო, მთელი თვის განმავლობაში ვაპირებდი მენუგეშებინე, მაგრამ ვერფრით მოვახერხე მოსვლა, მაპატიე“ ჩაერთო ბიცოლა „ალბათ ყველაზე საშინელი თვე იყო არა?“

ყველანი მე მიყურებდნენ, ანიტერესებდათ რას ვუპასუხებდი, დეტალები.

„ეს თვე ჩვეულებრივი იყო, მეც ნორმალურად ვარ, მშვენივრად..“ ვუპასუხე.
ტოტალური გაოცება.
„შენი ძმა მოკვდა ულისე, მშვენივრად ხარ?“ არ ნებდბოდა დეიდა.
„დეიდა ელი,  სამწუხაროდ ტრაგედიები ხდება, ცხოვრება კი არ გველოდება როდის მოვიშუშებთ იარებს, ის აგრძელებს სვლას“ გაბრაზებული ხმით ვუპასუხე „ახლა კი ჩემი წასვლის დროა“
* * *
საით მიმყავდა მანქანა არ ვიცოდი. ბევრი ვიარე, ბოლოს ქალაქის ბოლოში ერთ არხთან მივედი, იქ  ვნახულობდი ხოლმე ოდისევსს, ლუდს ვსვამდით და წყალზე ბრტყელ ქვებს ვაცურებდით.

რა ჯანდაბა მჭირდა? მთელი ეს დრო მეგონა, რომ ოდისევსი ჩემი ცხოვრების მიზეზი იყო, რადგანაც მხოლოდ ის მყავდა. ახლა კი, როცა უძმოდ დავრჩი, როცა თითქოს სიცოცხლის მიზეზი აღარ მაქვს მაიც ვაგრძლებ ცხოვრებას.
ვიცი, რომ აღარ დაბრუნდება, ამიტომ შევურიგდი მის სიკვდილს.

სანამ ცოცხალი იყო და მისი გარდაცვალება ვარაუდად რჩებოდა მეშინოდა და თავს ვიკლავდი, ახლა კი მისი დაბრუნების შანსი აღარ არსებობს, ჩემში კი მხოლოდ სიმშრალე დარჩა, როგორც მიწა ხმება ხოლმე გვალვების დროს. ის ვერ დაბრუნდება, ამიტომ აღარ შემიძლია რომ მის გამო ვიდარდო. ერთადერთი რაც მკლავს და გულს მწვავს ისაა, რომ ოდისევსი მოკვდა, მე კი მიუხედავად ჩემი სიყვარულისა ვერ ვგლოვობ, აბსოლუტურად ვაიგნორებ მის ტრაგედიას. რომ არ მეტირება, სწორედ ეს მატირებს. ცუდად ვარ იმის გამო, რომ ჩემი ძმა მოკვდა, მე კი ეს ფაქტი ისე მივიღე, როგორც ჩვეულებრივი ამბავი და არა სამყაროს დასასრული. მენატრებოდა ოდისევსი, მაგრამ შოკში არ ვვარდებოდი მისი გარდაცვალების გამო, მეტიც, ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცხოვრებას. მძულადა საკუთარი თავი ამ სიმშრალის გამო, რაც ოდისევსის ტრაგედიის შესახებ შევიტყვე, ერთხელ მაინც უნდა ამომვარდნოდა გული მკერდიდან ან სუიციდზე გამოვლო აზრები...

ვეღარაფერს შევცვლიდი, წუხილით მკვდარს ვერ გააცოცხლებ-ტვინმა ეს იცის, გულმაც.

* * *

რამდენიმე საათის შემდეგ კედთან დავბრუნდი. ყველა წასულიყო, ქალი კი სახლს ალაგებდა. ვუთხარი დაგეხმარები-მეთქი, ის თეფშებს რეცხავდა, მე კი ვამშრალებდი.

„მე ოდისვევსი მიყვარდა“ ვუთხარი „ხომ იცი, რომ ძლიან მიყვარდა..“
„ვიცი“ მიპასუხცია და რეცხვა განაგრძო „ისიც ვიცი რას გრძნობ, სიმშრალეს, თითქოს ოდისევსი სიზმარი იყო, რომელიც დამთავრდა და არც არასოდეს ყოფილა რეალური. მეც ასე ვარ“

გაკვირვებული ვუყურებდი, შემდეგ მივხვდი, რომ პირი ღია დამრჩენოდა და სასწრაფოდ დავხურე.

შვება ვიგრძენი.

ჩვენ ორივეს გვიყვარდა ოდისევსი, თუმცა ოდისევსის ტრაგედია გამოუსწორებელი იყო.

„მგონი ვიცი, რისთვისაც უნდა ვიცხოვრო“ ვუთხარი კედის, მან კი ინტერესიანი სახით შემომხედა.
„იმისთვის, რომ ჩემი დანაპირები შევასრულო“



ულისე, 2011

5 comments:

  1. აუ რა კარგი იყო გიო ^^ ამერიკული ფილმის სცენარივით წავიკითხე : )))) თან სულ კადრებივით მედგა თვალწინ ^^ <3<3<3 ძალიან მომეწონა!

    ReplyDelete
  2. ასე რა . ყველაფერს აქვს კარგი მხარეც გუშინ ბევრი კი იწუწუნე მაგრამ ნახე რა კარგი რამ შექმენი :* ყოჩაღ

    ReplyDelete
  3. ხო, აშკარად. მადლობა ბავშვებო, გამეხარადა, რომ მოგეწონათ <3

    ReplyDelete
  4. კარგი ხარ გიო :*

    ReplyDelete
  5. ძალიან კარგია გიო...
    საინტერესო..- გულწრფელი ადამიანის გულწრფელი გრძნობები :***

    ReplyDelete